• Find preferred job with Jobstinger
  • ID
    #55344741
  • Job type
    Full-time
  • Salary
    TBD
  • Source
    Cellfie Mobile
  • Date
    2026-09-24
  • Deadline
    2026-11-23

სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს კომერციული მარკეტინგის წამყვანი სპეციალისტის როლზე.

სამუშაო ადგილი თბილისი,ამ როლში შენ:

 მხარს დაუჭერ Commercial Marketing Lead-ს B2C და B2B მიმართულებების კომერციული მარკეტინგის დღის წესრიგის განხორციელებაში;

მართავ შენთვის განსაზღვრულ პროდუქტებს, შეთავაზებებს, პარტნიორობებსა და მომხმარებლის მოზიდვის ინიციატივებს - დაგეგმვიდან შესრულებისა და შედეგების შეფასებამდე;

ითანამშრომლებ Product, Sales, Digital, Loyalty, B2B და სხვა გუნდებთან, რათა სწორად გაიაზრო ბიზნეს მიზნები, შეაგროვო საჭიროებები და დაგეგმო შესაბამისი ინიციატივები;

კომერციულ მიზნებს გარდაქმნი მარკეტინგულ კონცეფციებად, შეთავაზებებად, საკომუნიკაციო გეგმებად და კამპანიის მოთხოვნებად;

მართავ კომერციული კამპანიების ყოველდღიურ შესრულებას - ბრიფის მომზადებიდან, წარმოებისა და კოორდინაციიდან კამპანიის გაშვებასა და შემდგომი შედეგების შეფასებამდე;

ითანამშრომლებ Design, Digital Marketing, PR, Social Media და სხვა შესაბამის გუნდებთან კამპანიების ეფექტურად განხორციელებისთვის;

მოამზადებ მკაფიო კამპანიის ბრიფებს, სადაც განსაზღვრული იქნება სამიზნე აუდიტორია, მთავარი გზავნილი, არხები, მიზნები, საჭირო მასალები და წარმატების საზომები;

უზრუნველყოფ, რომ კამპანიის მასალები, კომუნიკაცია და მომხმარებლის journey იყოს თანმიმდევრული, ზუსტი და სწორად იყოს წარმოდგენილი შესაბამის საკომუნიკაციო არხებში;

მართავ ინიციატივების ვადებს, დამოკიდებულებებსა და დამტკიცების პროცესებს და უზრუნველყოფ შესაბამის follow-up-ს;

მონიტორინგს გაუწევ კამპანიებისა და ინიციატივების შედეგებს, მოამზადებ ანგარიშებს და გამოიტან საჭირო insights-ს;

გამოავლენ შესრულების პროცესში არსებულ ხარვეზებსა და გაუმჯობესების შესაძლებლობებს, რათა გაიზარდოს კამპანიების ეფექტიანობა, მომხმარებლის ჩართულობა და კომერციული შედეგები;

დაეხმარები Commercial Marketing Lead-ს დაგეგმვის, stakeholder-ებთან კოორდინაციის, პრეზენტაციებისა და სხვა კომერციული მარკეტინგული პრიორიტეტების განხორციელებაში თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება, სასურველია კომერციული, პროდუქტის ან ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;

მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება - იდეიდან გაშვებასა და შედეგების შეფასებამდე;

Go-to-Market პროცესების მართვის გამოცდილება და სხვადასხვა გუნდთან კოორდინაციის უნარი;

მომხმარებლის, პროდუქტისა და ბიზნეს მიზნების ერთმანეთთან დაკავშირებისა და კომერციული ამოცანების მარკეტინგულ ინიციატივებად გარდაქმნის უნარი;

კამპანიის ბრიფების, საკომუნიკაციო გეგმებისა და პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება;

კამპანიების performance-ისა და ძირითადი კომერციული KPI-ების ანალიზის გამოცდილება;

ძლიერი ორგანიზებისა და პროექტების მართვის უნარი

ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაყრდნობით დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადების უნარი;

ძლიერი კომუნიკაციისა და stakeholder management-ის უნარები;

პროაქტიულობა, პასუხისმგებლობის აღების უნარი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა

სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობისა და სხვადასხვა პრიორიტეტის ეფექტურად მართვის უნარი;

ინგლისური ენის კარგი ცოდნა - წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციისთვის.დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:B2C და B2B მარკეტინგის გამოცდილება;        

ტელეკომის, ტექნოლოგიური, FMCG, FinTech-ის ან სხვა სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიის გამოცდილება;

ციფრული მარკეტინგისა და performance არხების ცოდნა;

CRM, Loyalty ან customer lifecycle marketing-ის გამოცდილება;

კომერციული პროდუქტების, შეთავაზებებისა და პარტნიორული ინიციატივების მართვის გამოცდილება. გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი, 2026.

Report job

Related Jobs

Jobstinger